ფრჩხილების კვნეტა





ფრჩხილების კვნეტა




დღემდე არ არის დადგენილი, რა აიძულებს ადამიანს საკუთარი ფრჩხილების კვნეტას. ერთნი ფიქრობენ, რომ ეს დაძაბულობის გამოხატულებაა, მეორენი ამას სტრესით ხსნიან. ცნობილია, რომ ბევრი ფრჩხილებს მოსადუნებლად იკვნეტს, ბევრი ამას ფიქრის დროს აკეთებს, ბევრი კი ნერვიულობისას. არსებობს თეორია, რომელიც ამ ჩვევას საკუთარი თავისადმი აგრესიად მიიჩნევს, ერთგვარ პროტესტის ფორმად, როდესაც ადამიანი საკუთარი თავით უკმაყოფილებას ასე გამოხატავს. ბევრი სპეციალისტი ფრჩხილების კვნეტას ისეთი რიტუალური ქმედებების გვერდით მიუჩენს ადგილს, როგორიცაა თითზე საკუთარი თმის დახვევა და საყელოს მუდმივი სწორება.

No comments:

Post a Comment